მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი


    ქალაქი ფოთი  მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება. 

ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა). 
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია. 
ფოთის მთლიანი ფართობი 64 კმ/კვ - ია და ამ მონაცემებით ქალაქ ქუთაისს უტოლდება, მისი მაქსიმალური სიგრძე 18 კმ, ხოლო სიგანე 7 კმ-ია.

დედაქალაქიდან  ქალაქ ფოთი 345 კმ-თაა დაშორებული, ასევე საქართველოს სხვა მსხვილი ქალაქებიდან შესაბამისად ქუთაისთან-100, ბათუმთან-67,სოხუმთან-170, ხოლო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრთან ზუგდიდთან-55 კმ-თაა დაშორებული.


ქალაქი იყოფა 4 ისტორიული განაშენიანების უბნად, რაც პრაქტიკულად უდევს საფუძვლად მის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფას , ესენია:

ა)კუნძულის უბანი

ბ)ნაბადის უბანი

გ)ცენტრის უბანი

დ)მალთაყვის უბანი

ამ უბნებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მრავალრიცხოვანი არის კუნძულის უბანი.