სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

უპოვარ ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფის პროგრამული მართვა

 

 

კვებით მომსახურების პროგრამა მოიცავს    უპოვარ ბენეფიციართა ერთჯერად კვებით მომსახურებას (სადილი);

მომსახურების მიზანია უპოვართა დაპურება, განსაზღვრული კალორიული საკვებით უზრუნველყოფა, სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება და სიცოცხლის გახანგრძლივება;

ვინ არიან  ბენეფიციარები და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?

ესენი არიან  ქ. ფოთში რეგისტრირებული, შეჭირვებული - სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, აგრეთვე სტატუსის არმქონე, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობით პირები.

უპოვარ ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდება უპოვართა სასადილოში :

1.     ბენეფიციარის ადგილზე მისვლით;

2.     მეუვეზე , ბენეფიციარის თანხმობის შემთხვევაში, საკვები ულუფის გატანებით;

3.     ბინაზე მიტანით -  მარტოხელა ხანდაზმულებისა და ლოგინს მიჯაჭვულებისთვის.

ბენეფიციარის აყვანა უნდა მოხდეს განცხადების და  სოციალური მდგომარეობის არსებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. სტატუსის არ არსებობის შემთხვევსში კი- მუნიციპალიტეტის დასკვნის გათვალისწინებით;

ულუფის გაცემა ხორციელდება დამტკიცებული, ყოველდღიური მენიუს საფუძველზე, ყოველდრიურად.

 

მისამართი: ქ.ფოთი მერაბ კოსტავას ქუჩა N35