მერიის სამსახურები

ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) სტრუქტურულ ერთეულს.

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:


სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში (შემდგომ - მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.

სამსახურის მისამართია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12.


სამსახურის დებულება

 

 


პირველი რანგის (მაღალი მმართველობითი დონე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი


ზვიადი ხვიჩია


დაბადების თარიღი: 06.06. 1963  

დაბადების ადგილი: ქალაქი ხობი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ტელეფონი: 0493 22 29 36, 22 29 53. მობ. 591 41 75 33


განათლება:

1996 - 2000 წწ  ქ.ქუთაისი ნ.მესხიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმოება ეკონომიკის მართვა, ინჟინერ-ეკონომისტი.


სამუშაო გამოცდილება:

1984 წ .  შსს სსიპ-დპდ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო,სამსახურის უფროსის მოადგილე;

2007 - 2013 წწ.   შ.ს.ს სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველო, სამსახურის უფროსის მოადგილე;

2013 - 2014 წწ.  ქ.ფოთის მერიის სამობილიზაციო წვევამდელთა გაწვევის სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

2014 წ . აგვისტოდან  ქ.ფოთის მერიის სამობილიზაციო წვევამდელთა გაწვევის სამსახური, უფროსი.


ფლობს ქართულ და რუსულ   ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი  შვილი.