შინმოვლის პროგრამა

შინმოვლის სამსახურის პროგრამული მართვა


შინმოვლის მომსახურება მოიცავს    სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე, იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან.


შინმოვლის მომსახურება გულისხმობს   საექიმო, საექთნო,სოციალურ,  საყოფაცხოვრებო და ძირეულ მოვლაში დახმარებას. ეს არის მკურნალობა და მონიტორინგი, სამედიცინო მანიპულაციები და სარეაბილიტაციო ღონისძიებები, დაბანა-ჩაცმა-საკვების მიღება და  გასეირნება,  მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, გარემოში დახმარება და ადაპტაცია.


ვინ არიან შინმოვლის ბენეფიციარები და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?

ესენი არიან  შეჭირვებული - სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, აგრეთვე სტატუსის არმქონე, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობით:

- უძლური ხანდაზმულები;

- ფიზიკური და ფსიქიკური პათოლოგიების (პირები აგესიის გარეშე , რომლებიც არ წარმოადგენენ გარშემომყოფთათვის საფრთხეს)  გამო შეზღუდული    შესაძლებლობის მქონე პირები;

- დროებით უნარშეზღუდულები   (მძიმე დაავადებების, ოპერაციების, მოტეხილობების და ინსულტების შემდეგ);

- ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი (მომაკვდავი) პაციენტები;

- ქ. ფოთში რეგისტრირებულები.    


ბენეფიციართა შერჩევა ხდება, სოციალური, მარტოხელა, მარტოდმცხოვრები კრიტერიუმების გათვალისწინებით. მეურვის შემთხვევაში - მისი სოციალურიმდგომარეობის შესახებ,  მუნიციპალიტეტის დასკვნის გათვალისწინებით და შინმოვლის განყოფილების ბრიგადის (განყოფილების უფროსი, ექიმი და ექთანი) ადგილზე მონახულების და დასკვნის  საფუძველზე. 

 

ვიზიტების რაოდენობა, პაციენტთან ყოფნის დრო (45 წუთიდან 1 სააათამდე)  და საჭირო ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებების რაოდენობა კვირის განმავლობაში განისაზღვრება ექიმის და განყოფილების უფროსის მიერ, ბენეფიციარის  მდგომარეობის გათვალისწინებით.


შინმოვლის განყოფილება უფლებამოსილია   საჭროების შემთხვევაში, იხელმძღვანელოს მედდის როტაციის პრინციპით, მიუხედავად ამისა, ბენეფიციარის მხრიდან,  სისტემატური პროტესტისა და უსაფუძვლო მოთხოვნა-ბრალდებების საფუძველზე, განყოფილება იტოვებს უფლებას მომსახურების შეწყვეტაზე.