პროგრამის მართვა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას.
საჭირო დოკუმენტაცია
დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახები, ასევე მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლები, ყრუ-მუნჯები, უსინათლო პირები.
ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების გადაცემა განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისა (უბნების მიხედვით) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სიების მიხედვით.