Buca escort
İzmir escort
hd porno
porno
eşya depolama
istanbul evden eve nakliye
სიახლეები

სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა

სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ.

პროგრამის მართვა:

  1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი, რომელიც ქალაქ ფოთში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (ბოლო სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული – არანაკლებ 81 ქულა) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ბ) არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს;

გ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;

დ) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება         100 000-ს.

  1. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი ფოთი.
  2. სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.

სტუდენტთა წახალისების მისაღებად, მოსარგებლე პირმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);

ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;

ზ) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის;

თ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან  ნოტარიულად დამოწმებული ასლი – მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

ი)  განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

© ყველა უფლება დაცულია. ფოთის მუნიციპალიტეტი 2021. Created By: Lasha Kilasonia

Sikiş
Türk Porno
eşya depolama
Translate »