პროგრამის მართვა
ქვეპროგრამის მიზანია შეჭირვებული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე 225 შეჭირვებული ოჯახისათვის შეშის შეძენა ზამთარში გათბობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით.
საჭირო დოკუმენტაცია
დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე.