სიახლეები

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული ღონისძიებები

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები:

  •  ღონისძიების დასახელება-COVID-19-ის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია #StopCoV #დარჩისახლში#დაიცავიდისტანცია” (30.04.2020)
    მიზანი- მოსახლეობის ინფორმირებულობა ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახ;
  • ღონისძიების დასახელება-დასუფთავების აქცია “სუფთა გარემო” (22.03.2021)
    მიზანი- გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა;
  • ღონისძიების დასახელება-გამწვანების აქცია (01.04.2021)
    მიზანი – ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა;
  • კამპანია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ცნობიერების ამაღლებიას მიზნით მაშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქციაში მოხალისეებიც ჩაერთნენ (09.07.2022);
  • ქალაქ ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის შექმნაზე. ,,მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება. ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია ,,მერების შეთანხმების“ პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელთა შორისაა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.
    შეხვედრაზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფოთის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების, კულტურისა და სპორტის სამსახურების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ენერგოეფექტურობა და მთავარი გამოწვევები“ (20.10.2022);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ფოთის საკრებულოს, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის და ორგანიზაცია  ვიტაეს Vitae – სიცოცხლისათვის ჩართულობით “ვარდისფერი ოქტომბერის” ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა შეხვედრა სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ (21.10.2022);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, კონკურსის პირობებსა და წარმოსადგენ დოკუნტაციაზე კონსულტაციის გაწევის მიზნით (10.11.2022);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ძალადობის პრევენციის ფარგლებში, კამპანია – ” არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას” გაიმართა. კამპანიის ფარგლებში 19-30 ნოემბერს, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გაიმართა ძალადობის შესახებ თემატური ლექცია-საუბრები, დისკუსიები, საჯარო დებატები, კლასის საათები; მოეწყო გამოფენები და ვიდეორგოლების ჩვენება (19-30.11.2022);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის  ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა. თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის პრევენციის საკითხები გააცნეს (22.03.2023);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და პროკურატურის წარმომადგენლების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა  ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის  ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა. პროკურატურის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მათ უფლებებზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს (20.03.2023);
  • 21 მარტს, ქალაქ ფოთში​,​ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“​ – ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ​ყველა მონაწილე. გაიმართა საინფორმაციო და გასართობი ხასიათის ღონისძიება  დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით (21.03.2023);
  •  ენერგო ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
    მოსწავლეებმა ასევე, დაათვალიერეს კოლეჯში არსებული მზის პანელები და მზის სადგური, გაეცნენ აღნიშნული დანადგარების მუშაობის სპეციფიკას და მოისმინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგია.  ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და მას უერთდება „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტები (09.06.2023);
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის, საკითხებზე:
    მეწარმოების ფაქტორები;
    სამეწარმო აზროვნება, ტრადიციული და შემოქმედებითი აზროვნება;
    ვიზუალიზაციის ძალა, შემოქმედებითი აზროვნების ტექნიკები.
    სამუშაო შეხვედრას მოხალისეობრივად უძღვებოდნენ სამეწარმეო ქოუჩინგის სფეროში გამორჩეული              გამოცდილების მქონე ქოუჩ-ტრენერები ნინო მიქავა და ია ნადირაშვილი.
    ტრენინგი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის          ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც მოხალისეობრივად უძღვებოდნენ სამეწარმეო ქოუჩინგის სფეროში            გამორჩეული გამოცდილების მქონე ქოუჩ-ტრენერები.
    თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საქმიანობაში მათი ჩართულობის      გაზრდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ემსახურება მდგარი       განვითარების მიზნების მიღწევას (25.07.2023);
  • ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ქალთა გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში (20.10.2023);

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
BetvamosBetvamosBetvamosBetvamosBetvamos Giriş
BetmüzeBetmüze
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
bahçelievler escort
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
deneme bonusu veren siteler
Translate »
Skip to content