სიახლეები

ფოთის შესახებ

ისტორია და კულტურა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს და ის ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. ქალაქს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ხობის რაიონი, ხოლო სამხრეთიდან კი მდინარეები – პალიასტომი და კაპარჭინა.

ქალაქი ფოთი უმდიდრესი ისტორიული წარსულის მქონე, ევროპულად დაგეგმარებული,  უმნიშვნელოვანესი  სტრატეგიული მდებარეობის სანავსადგურო ქალაქია.

ისტორიული ტრადიცია თანამედროვე ქალაქ ფოთს უკავშირებს არქეოლოგიურად ჯერაც დაუდასტურებელ ანტიკურ ქალაქ ფაზისს. ითვლება, რომ ფაზისი დაარსეს საბერძნეთის ქალაქ მილეთის კოლონისტებმა. ფაზისის შესახებ პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეების ძველი საბერძნეთის ავტორები გვაწვდიან, ხოლო ტოპონიმი ,,ფოთი’’  პირველად VIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში გვხვდება.  ფსევდოსკილაკოსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში წერდა, რომ ფაზისი ელინთა ქალაქია და რომ მდინარის აღმა 180 სტადიის მანძილზე მდებარეობს  დიდი ქალაქი, მედეას სამშობლო.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ფაზისში ფუნქციონირებდა უმაღლესი რიტორიკული სკოლა ,,ფაზისის აკადემია“.

1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და ამ პერიოდიდან დაიწყო მისი აღმშენებლობა, ევროპულად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობითა და კონცეფციით.

ქალაქის დაგეგმარება ნიკო ნიკოლაძისა და გერმანელ არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის კოლაბორაციასთან არის დაკავშირებული.

ფრიკმა ნიკოლაძესთან ერთად ქალაქის გენ‐გეგმა პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა.


ქალაქი მოდერნის (Art Nouveau) სტილის უნიკალური შენობა-ნაგებობებითაა გამორჩეული, რომლებიც  აგებულია IXX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ისინი წარმოადგენენ ცვალებადი სიმაღლის მქონე შენობებს, რომლებიც განსხვავებული დეკორატიული ელემენტების მიუხედავად,  საერთო სახეს ატარებენ.

ნიკო ნიკოლაძემ ასევე განახორციელა პორტის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება იმდროინდელი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.  ქალაქის ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ფოთის პორტის  მშენებლობამ, რამაც ის სტრატეგიულ ცენტრად აქცია.

ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი ნოვაცია უკავშირდება ქალაქ ფოთს, მათ შორის წარმატებული მუნიციპალიზმი, ურბანული კულტურის მაღალი სტანდარტები, საქართველოში პირველი რკინიგზა, რომელიც ოფიციალურად, ფოთი – ტფილისის მიმართულებით 1872 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. რკინიგზის გაყვანამ საფუძვლიანად შეცვალა ფოთის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.

ქალაქი ასევე, გამოირჩევა კულტურული ობიექტებით, მათ შორის აღსანიშნავია კოლხური კულტურის მუზეუმი,    სახელმწიფო პროფესიული თეატრი, სახელოვნებო სასწავლებლები, კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლები, კულტურისა და დასვენების პარკი და სხვ.

გეოგრაფიული მდებარეობა, ადმინისტრაციული დაყოფა

ქალაქი ფოთი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავთან, ზღვის    დონიდან 0.8-2.0 მეტრ სიმაღლეზე.

ქალაქს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. მისი ტერიტორია 65.8 კმ2-ია. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი.  დაბალი ჰიფსომეტრიული დონე და ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან დაჭაობების პროცესს განაპირობებს, ამიტომაც გარკვეული ტერიტორიების ხელოვნურად ამაღლება ხდება. ხელოვნურადაა ამაღლებული 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. ქალაქის მწვანე საფარს ძირითადად ქალაქის ცენტრალური პარკი, მალთაყვის ტყე-პარკი, გამწვანების ზოლები, სკვერებისა და ქუჩების გამწვანებები წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიის მიწები განეკუთვნება ქვიშა და ქვიშნარს.  აქ გვხვდება დელფინი აფალინა, თეთრგვერდა დელფინი, ტურა, გარეული ღორი, კავკასიური თხუნელა და ა.შ. ფოთი და მისი შემოგარენი მელიორაციულ – ეკოლოგიური თვალთახედვით რთული რეგიონია. ეს სირთულე მისი კლიმატური პირობებითა და რელიეფური ფაქტორებითაა განპირობებული.  ქალაქი გაშენებულია მდინარე რიონის დელტაში, რომლის დიდი ნაწილიც ტორფიანი ჭაობებითაა წარმოდგენილი, ხოლო სანაპირო ზოლი ქვიშიანი დიუნებითაა აგებული. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფოთი კოლხეთის ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული,   სადაც დაცულია კოლხეთის დაბლობისთვის სახასიათო ჭარბტენიანი ჰაბიტატები. მისი საერთო ფართობია 44,600 ჰა. ფოთის  სამხრეთით, კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულია ბუნებრივი ტბა პალიასტომი, მისი ფართობია 18 კმ2. .

ქალაქი იყოფა 4 ისტორიული განაშენიანების უბნად, რაც პრაქტიკულად უდევს საფუძვლად მის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფას, ესენია:

ა) კუნძულის უბანი;

ბ) ნაბადის უბანი;

გ) ცენტრის უბანი;

დ) მალთაყვის უბანი.

ამ უბნებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მრავალრიცხოვანი არის კუნძულის უბანი, სადაც, ასევე, მდებარეობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა.  ნაბადას უბანში ვითარდება, ძირითადად, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, კუნძული, ცენტრი და მალთაყვა ინარჩუნებს სოციალურ-კულტურული დაწესებულებების ქსელსა და სამოსახლო ტერიტორიის ფუნქციებს.

ფოთის მთლიანი ფართობი 64 კმ2 – ია და ამ მონაცემებით ქალაქ ქუთაისს უტოლდება, მისი მაქსიმალური სიგრძე 18 კმ2, ხოლო სიგანე 7 კმ2-ია.

დედაქალაქიდან  ქალაქ ფოთი 345 კმ2 არის დაშორებული, ასევე საქართველოს სხვა მსხვილი ქალაქებიდან შესაბამისად ქუთაისთან – 100კმ2, ბათუმთან – 67კმ2, სოხუმთან – 170კმ2, ხოლო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრთან ზუგდიდთან – 55კმ2 დაშორებული. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი (ფოთი-თბილისი), რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილო ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე მანძილი 90კმ2-ია.

მოსახლეობის რაოდენობა და ურბანული გადანაწილებ

ქალაქ ფოთში ამჟამად 47 500 მაცხოვრებელია, ქალაქი შეიძლება ითქვას არის მონოეთნიკური და მონორელიგიური, მიხედავად იმისა, რომ საბჭოთა მმართველობის პერიოდში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა რუსულ ენოვანი მოსახლეობა ასევე  მრავლად იყო ებრაული თემი  წარმოდგენილიც.

დღეს ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90% ზე მეტი არის ეთნიკურად ქართველი, შემდეგ მოდის რუსულ ენოვანი მოსახლეობა და უკრაინული თემი, არის მცირე რაოდენობით სომხებიც(50-60 ოჯახი) რომელთა უმეტესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ქალაქში გენდერული ბალანში თითქმის თანაბარია, მცირედით არის ქალთა რაოდენობა მეტი მაკაცებზე შესაბამისად 52%-48% -თან თანაფარდობით.

ფოთი არ ითვლება მჭიდრო დასახლებულ ქალაქად, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ/კვ -ზე შეადგენს 742 კაცს რაც საშუალო მაჩვენებელია, ქალაქს აქვს პოტენციალი მოსახლეობის რაოდენობა გაზარდოს რამოდენიმეჯერ და შეინარჩუნოს ასევე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო რესურსი.

ბუნებრივ-კლიმატური პირობები

ქალაქ ფოთის ტერიტორია მოქცეულია ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში. დამახასიათებელია თბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ტენიანი ზაფხული.  ჰავა ზღვის, საშუალო წლიური ტემპერატურა 14.1 °C, იანვრის 5.2 °C, ივლისის 22.9 °C, აბსოლუტური მინიმუმი -13 °C, მაქსიმუმი 41.1 °C. ნალექები 1960-88 მმ. წელიწადში, წვიმის სახით, ზამთარში თოვლი ვერ ქმნის მყარ საფარს. ჰაერის ტენიანობა მერყეობს 68-დან 81%-მდე. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1,809 მმ-საღწევს, ხოლო ნალექიანი დღეების საშუალო წლიური რაოდენობა კი – 173-ს.    მზის კაშკაშის ხანგრძლივობა ივლისში შეადგენს 260 საათს, დეკემბერ-იანვარში 110 საათს, მთლიანად წელიწადში შეადგენს 2200 საათს, რაც დღეში საშუალოდ 6 საათს უდრის. ის მიეკუთვნება სუბტროპიკული კლიმატის ზონას. აქაური კლიმატი ძირითადად შავი ზღვის გავლენითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კავკასიონის მთებითაა განპირობებული. ეს უკანასკნელი მას ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემოჭრისგან იცავს, რის გამოც ზამთარი რბილი და თბილი იცის.

წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები

ფოთი მიეკუთვნება ქალაქთა მრავალფეროვანი სიმრავლის იმ იშვიათ შემთხვევებს, სადაც წყლის ობიექტების მთელი ტიპოლოგიური სპექტრი წარმოდგენილია თითქმის გამონაკლისის გარეშე. ზღვა, ლაგუნა, მდინარეები, ტბები, ჭარბტენიანი ტერიტორიები, ჭაობები, არხები, წყაროები, ზღვის 8,96 კმ2-იან ზოლით. ფოთის შესასვლელთან, რიონი იყოფა 2 ტოტად, რომელთა შორის ექცევა ქალაქის ნაწილი და ქმნის კუნძულს. ქალაქში არსებული ტბების რაოდენობა შეადგენს 14, მათ შორის, აღსანიშნავია:  პალიასტომის ტბა, ოქროს ტბა, მარტოწყალას ტბა.

მალთაყვის სანაპირო ზოლი უნიკალურია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით. ქვიშიანი პლაჟის სიგრძე, 5,66 კმ-ია, ხოლო სიგანე ზოგ ადგილზე აღწევს 200 მეტრს.

ფოთის მომიჯნავედ, აღმოსავლეთით, მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკი. იგი მოიცავს კოლხეთის დაბლობის ტერიტორიას. ესაა შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი და პალიასტომის ტბის აუზი. იგი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით, 2021 წლის ივლისში კოლხეთის ეროვნული პარკის კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-მ  მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

 

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
BetvamosBetvamosBetvamosBetvamosBetvamos Giriş
BetmüzeBetmüze
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
bahçelievler escort
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
deneme bonusu veren siteler
Translate »
Skip to content