სიახლეები

კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება

პროგრამის მართვა

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებას სმენაჩლუნგობის (სმენის დაქვეითების მძიმე ფორმა) დაძლევის  მიზნით, თუმცა იმპლანტი მუდმივად საჭიროებს ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან და მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის.

აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალიწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარებას, აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ა) კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შეძენას;
ბ) პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შეძენას.

პროგრამის მართვა:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირი, ან არასრულწლოვანი პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა №100/ა  და ანგარიშ-ფაქტურა.

კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი  განისაზღვრულია 700 (შვიდასი) ლარით;
პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი  განისაზღვრულია 300 (სამასი) ლარით.

დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

girne casino giriş
çankırı escort
1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
ladesbet giriş
bahis siteleri
casino siteleri
Esenyurt escort
ladesbet
Deneme Bonusu canlı casino siteleri güvenilir bahis slot oyunları
Translate »
Skip to content