ტორფის მოპოვების მნიშვნელობასა და წარმოების აღდგენის საჭიროებებზე ისაუბრეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საჯარო განხილვაზე. სს „ფოთიტორფის“ წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე ნაბადის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ტორფის მოპოვების მიზნებსა და ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. განხილვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრო. ტორფის მოპოვება ფოთში 1954 წლიდან წარმოებს. დარგის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც, ეკონომიკური ისე ეკოლოგიური კუთხით. „ფოთიტორფის“ დირექტორის, გურამ დოლბაიას თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორგანული სასუქი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იქნება გატანილი. მეორე ეტაპზე კი თხევადი სასუქის წარმოება და მისი ექსპორტი საზღვარგარეთ. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ტორფის მოპოვების დარგის აღდგენისა და განვითარების, ისე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმების კუთხით.