დღეს, 16 სექტემბერს, საკრებულოს წევრები: ბაქარ ერაგია, ხვიჩა ცხვიტარია,ბექა ვაჭარაძე, თორნიკე კირთაძე, თორნიკე შონია, ოლეგ ნაჭყებია, ზვიად დგებუაძე, სამსონ კუტალია, თორნიკე ხარჩილავა, მალხაზ ფოჩხუა, მამუკა ხორავა და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მაჟორიტარი ბიუროს ხელმძღვანელ შალვა სარდალიშვილთან ერთად თავინთ მშობლიურ საჯარო სკოლებს: მე-2, მე-3, მე-7, მე-5, მე-11, მე-15 , მე-6 და ასევე საბავშვო ბაღებს ეწვივნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2019-2020 წლის სასწავლო პროცესის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს გულთბილად მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
„ -გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პიროვნების ცხოვრებაში,თუმცა იოლი არა. ამიტომ გისურვებთ საკუთარი თავის რწმენას, მოთმინებას,გამძლეობას,სიმხნევეს და შრომისუნარიანობას ,ადამიანები იმიტომ იბადებიან,რომ დაიღალონ თავიანთი პიროვნების შექმნაში. ეს ყოველივე კი განათლების გარეშე შეუძლებელია! ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგები მათ სამაგალითო მოქალაქეებად აღზრდიან. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მასწავლებლებს.კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა ფოთელ მოსწავლეს, პედაგოგებს, მშობლებს მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს ვუსურვებ თითოეულ მათგანს!”,
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ყველა სკოლაში ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა ასწიეს და პირველი ზარიც დაირეკა.
ახალი სასწავლო წლისთვის ფოთის ხუთ საჯარო სკოლაში №1, №3, №4, №6 და №8 სარეაბილიტაციო სამუშაოები სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა სამუშაოები ჩატარდა.
№ 1 საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები და მთლიანად გადაიხურა სკოლის სახურავი. №3 საჯარო სკოლაში შეკეთდა სახურავი და გაკეთდა ღობე. №4 საჯარო სკოლაში გამოიცვალა საკლასო ოთახის და დერეფნის კარები.
№6 საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, ასევე მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა.
ფოთის ყველა საჯარო სკოლა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს.