✍ 29 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და სამი განკარგულება. ✍ ცნობად იქნა მიღებული ქალაქის 2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განსახორციელებელი ანგარიში. ✍დამტკიცდა მუნიციპლიტეტის მიერ დაფუძნებული და ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი. განკარგულების შესაბამისად ა (ა) იპის დირექტორებს დაევალათ თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცონ საბიუჯეტო ასიგნების ზედა ზღვარის ფარგლებში, ამასთანავე საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამდებობების დასახელებები მიუსადაგონ აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოებს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირების (შტატგარეშე თანამშრომლების) დასახელება და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და ასვე დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. ✍სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად, შევიდა ცვლილებები ქალაქის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.