🔶დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაციას უმასპინძლა. 🔶დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი_ ჯამალოდინ აზიზი ბონდარაბადი, მოჰამად იარმანდი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ელაჰე ჯურაბი_ ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი. 🔶შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები. 🔶მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს და გაუზიარეს ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურული მოწყობა, ფუნქციები და მუშაობის მეთოდები. 🔶შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე. 🔶ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას. 🔶დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში დაათვალიერებენ ფოთის ღირშესანიშნაობებს, სამრეწველო ზონასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ობიექტებს.