✅ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.
► შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში 2020 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
► ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
►პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.
►პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
![გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/02/146087793_3863976766991704_2294703467629740287_o.jpg)