🎯 ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი #EU4Culture მობილობის კონკურსს აცხადებს.
✅ კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დაფინანსების მოპოვება სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის (ონლაინ/ფიზიკური), პროფესიული განვითარებისთვის და სხვა. მობილობის გრანტი დაფარავს მოგზაურობის, ცხოვრების, ვიზისა და რეგისტრაციის ხარჯებს.
✅ კონკურსის მიზანია ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებისა და საზღვრებს გარეთ კავშირების შექმნის ხელშეწყობა.
✅ კონკურსის პირველი ფაზა იწყება 2022 წლის 31 იანვარს და მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას და კულტურათაშორის დიალოგს. კონკურსი მოიცავს სამი ტიპის მობილობას:
1. მოკლევადიანი მობილურობა (7-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე
2. საშუალოვადიანი მობილურობა (5 კვირამდე) – 3500 ევრომდე
3. გრძელვადიანი მობილურობა (12 კვირამდე) – 5000 ევრომდე მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
📍 გაეცანით მობილობის დეტალურ გზამკვლევს: https://cutt.ly/XOk92hd
📍 დარეგისტრირდით და შეავსეთ ონლაინ განაცხადი: https://cutt.ly/2Ok9IoS
⌛ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით).