✅ ფოთის მერიაში, 2020 წლიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით – დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამა (MSDA) დაინერგა. ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდა განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდა კონსულტაციის მიღება, დაიზოგა მოქალაქის დროითი რესურსი.
🤝ელექტრონული სისტემის დანერგვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ შეხვედრა გაიმართა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლობას შორის. ფოთში,საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი , საელჩოს პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური და MSDA -ს ანალიტიკოს-ექსპერტი გიორგი ნამორაძე.