ფოთში 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს.
ქალაქის მასშტაბით მედალოსანი 29 კურსდამთავრებული გახდა, მათ შორის 20 ოქროს, ცხრა კი ვერცხლის მედალოსანია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ დემურ ზერაგიას.
მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.
ვულოცავთ ჩვენი ქალაქის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ!






