ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის საკონსულო ფოთში ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობაა.
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ედნარ პაპუნაიშვილს საპატიო კონსულად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა რომ, საკონსულოს გახსნა მომავალი ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობაა.
გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია,ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე , ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაირატ ოსმონალიევი მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
საპატიო საკონსულოს საქმიანობის არეალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი იქნება.