მომავალი ჯანსაღი თაობისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივაა. კამპანიის ფარგლებში, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.
მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უკვე უმასპინძლა სამი საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდაა.