პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”- ის განვითარებისა და ქალაქში საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით.
✅ სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
📌 მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
✊🏻 ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია გაეზარდოს.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/351779097_935674464325955_7237394678034690089_n-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/347392305_957830195262480_6324639900773981156_n-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/351765238_1029987151718333_376356567352067396_n-499x403.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/351586145_255494003814382_3630370847773739969_n-332x499.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/351118952_1880725558977144_2157540697017665110_n-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/351794266_1142778663345244_6957503513869111599_n-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/352174579_3508328389444540_9144208242996720857_n-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/352354042_2520413338115557_7099666774386522084_n-499x332.jpg)