შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ,,დღის ცენტრი“-ს ბენეფიციარებს ეწვივნენ
და თავიანთი უფლებების დღე მიულოცეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, “სოციალური რეფორმებისათვის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ,,დღის ცენტრი“-ს ბენეფიციარებისთვის შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის საჭიროებები.
საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2000 წლიდან აღინიშნება.