ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, N-15 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სახურავი , სკოლის შიდა ინტერიერი სრულად – საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა ეზო. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ მე-15 საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.