ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ სანდრო ქუშაშვილმა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ იზორიამ დუმბაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის ფენა, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პარალელურად მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზეც.
საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს კუნძულის უბანში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი გამაგრების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მოსახლეობასთან შეხვედრა ინტენსიურად გაგრძელდება.