2024 წლის 14 და 15 სექტემბერს, ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება.
ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება:
- ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა
- ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა
- კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი
ფოთს ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული არტისტები და კულტურის პროფესიონალები -ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოების გაძლიერებისთვის. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ფოთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).
ფოთის საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი
პროგრამა
14-15 სექტემბერი
14 სექტემბერი
ჩატარების ადგილი: ქალაქი ფოთი
ჩატარების დრო: 12:00-21:00
12:00 – ფესტივალის S-T ART: ფოთის პორტში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან.
,,ფოკუსშია ფოთი – კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი და სატრანსპორტო არტერია – მარინისტულ ხელოვნებაში’’
12:20 – ევროპელი არქიტექტორის, ედმუნდ ფრიკის მიერ დაპროექტებული კულტურული მემკვიდრეობა – მინი საფეხმავლო ექსკურსი
12:30 – ფესტივალის ფარგლებში მარინისტული არტ-კედლის მოხატვა;
13:00 – ,,მარინისტული ნახატიდან მარინისტულ რეალობაში’’ – მოძრავი ველოგამოფენა
• მარშრუტი: პორტიდან-მალთაყვაში (10 კმ. დისტანციაზე) ფოთელი ველომრბოლელებისა და არტისტების კოლაბორაცია;
13:15-,,სპორტი&არტი’’ აქტივობები ცენტრისა და პორტის უბნების დამაკავშირებელ, მთავარ ხიდზე:
• ნიჩბოსნების საჩვენებელი გაცურვა მდინარე რიონზე – სანახაობა მდ. რიონის ხიდიდან
• ,,ცოცხალი“ – ფიროსმანის მეთევზე ფოთში, სახელოვნებო პერფორმანსი – მდ. რიონის ხიდზე;
13:30 – 14:30 – ფესტივალის მასპინძელია ნიკო ნიკოლაძის კოშკი – მოკლე ექსკურსია და გამოფენები კოშკის საგამოფენო სივრცეში:
• თურქეთში მოღვაწე ხელოვანის აიჰან იშიქის ნამუშევრების გამოფენა -,,საქართველოსთვის“
• ფოთელი ხელოვანების აფრიანი და თანამედროვე გემების ხელნაკეთი მოდელების გამოფენა ,,იალქანი“
ფესტივალის S-t ART-ი მალთაყვის სანაპიროზე:
ჩატარების ადგილი: მალთაყვის სანაპირო ზოლი;
აქტივობების ჩატარების დრო: 16:00 – 23:00
სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები:
• ,,ებრუს ხელოვნება’’-წყალზე ხატვის მასტერკლასი
• გამოფენები საზღვაო თოკებზე- ადგილობრივი მეწარმეებისა და მოწვეული მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვები, მასტერკლასები, შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები, პერფორმანსები, კონცერტები, ვიქტორინები, შეჯიბრებები და ა. შ.
• ხალხური რეწვის მოწვეული ოსტატები, დარგის პროფესიონალები საქართველოს სხვა ქალაქებიდან-მასტერკლასები და გამოფენა-გაყიდვები
• თურქეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ხელოვანის აიჰან იშიქის ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა და მასტერკლასები
• მხატვრული მინის მასტერკლასები და გამოფენა ,,ათინათი“
• ტიხრული მინანქრის გამოფენა და მასტერკლასები
გასართობი აქტივობები:
• ,,არგონავტები’’- მიმების თეატრალიზებული პერფორმანსები – მოწვეული არტისტები ქუთაისიდან
• ,,მედეას ელექსირი’’ – ინტერაქტიული ვიქტორინა-თამაში
• კულინ-არტი-ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასები და დაგემოვნება
საგამოფენო სივრცეები:
,,არჩევანი შენზეა’’- ქალაქის სამსახურში პროფორიენტაციისთვის:
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის საგამოფენო სივრცე და აქტივობები
• ფოთის პროფესიული კოლეჯის საგამოფენო სივრცე და აქტივობები
ეკომეგობრული პროექტები:
• ,,ხელოვნება კონსერვაციაში’’- მსოფლიო იხტიოლოგიის უიშვიათესი სახეობების დაცვა და ცნობიერების ამაღლება-ხელოვნების გზით: „ფაუნა & ფლორა ინტერნეიშენალის“ ფოკუსშია – ზუთხისებრები;
• ,,Reuse’’ – ხელმეორედ გამოყენება, როგორც ნარჩენების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა-ფოთელი ახალგაზრდების წვლილი ეკოხელოვნებაში-ნარჩენებისგან შექმნილი მოდელების გამოფენა;
• ნარჩენებისგან პრაქტიკული ნივთების დამზადების და მოხატვის მასტერკლასი;
• „ჩაანაცვლე“ -ნაჭრის ჩანთების გამოყენების პოპულარიზაცია, ზღვის თემატიკით ეკო -ჩანთების მოხატვის მასტერკლასი. სახელობითი ჩანთების დამზადება;
• ბაზიერობა – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა-ფოთელ ბაზიერთა საპრეზენტაციო გამოსვლა და ინტერაქტიული პროგრამა, დამსწრეთა ჩართულობით
საბავშვო-გასართობი სივრცე მალთაყვის სანაპიროზე:
• ,,ქვიშის არქეოლოგია’’-შემეცნებით-სასწავლო-გასართობი მასტერკლასები არქეოლოგიაში
• ქვიშის არტი- კონკურსი ქვიშის ფიგურების შექმნაში
• დრიფვუდი-გამოფენა და მასტერკლასები: როგორ შევქმნათ არტი ზღვისგან გამორიყული მასალისგან
გასვლითი ტურები:
,,კოლხური ამაზონი’’ – გასვლითი ეკო-ტურები კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში, გიდთან ერთად
14 და 15 სექტემბერს, სულ 6 ტური
ტურებში ჩაერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ვიქტორინებსა და შემოქმედებით კონკურსებში გამარჯვებულები (16:00 რეგისტრაცია და გასვლა – ფესტივალის ჩატარების ადგილიდან)
17:00 – ფიროსმანის მებადური ფოთში – სპორტული თევზჭერის მასტერკლასები და არტ-პერფორმანსი, პარალელურად პროცესი აისახება პროფესიონალი მხატვრის ექსპრომტად შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ჩანახატებში (16:00 ადგილზე რეგისტრაცია და გასვლა)
17:00 – ,,შეკარი კამარა“ – წყლის და მტაცებელ ფრინველების ფოტოგრაფირება/ვიდეოგადაღება ფოტო-ვიდეოგრაფირების სასწავლო მასტერკლასები (16:00 ადგილზე რეგისტრაცია და გასვლა)
18:00 – 20:00 – ,,აბრეშუმის იალქანი“ – ფოთელი აფროსნებისა და მხატვრების ერთობლივი პროექტი: რეგატა
• 16:00 -18:00- ფესტივალის აკადემიური ნაწილი,
საჯარო საუბრები შავიზღვისპირეთის კულტურულ კავშირებზე:
• ხენ ბრემი (Chen Bram) – დოქტორი, ანთროპოლოგი, აზიისა და კავკასიის საკითხების, სოციალური და კულტურული მრავალფეროვნების მკვლევარი, იერუსალიმის ებრაული უნვერსიტეტი, ტრუმანის ინსტიტუტი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, ჰადასაჰის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)
• რევაზ პაპუაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი
• ინგა ღუტიძე – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის სოციო(ეთნო) ლინგვისტური ასოციაციის დირექტორი
• იზოლდა მელიქიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
• კლოდ შასტანიე (Claude Chastagner) – ემერიტუს პროფესორი, პოლ ვალერის უნივერსიტეტი, მონპელიე – 3, ანგლო-ამერიკული კულტურების, ინტერკულტურული კომუნიკაციების მკვლევარი (საფრანგეთი)
• ინტერაქტიული შეხვედრა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიასთან – თევზჭერა ხელოვნებასა და მითოლოგიაში –
• შემეცნებით-საგანმანათლებლო, ინტერაქტიული პროგრამა, ვიქტორინა და მუსიკალური ინტერვალები ინტერვალები – პოპულარულ ქართულ სიღერებში გაცოცხლებული ქართული ჰიდრონიმები
19:00 – ქეთი ფარესაშვილი და მისი ბენდი
20:30 – 21:00- ბრეიქ-დანსისა და სპორტული ცეკვების სახალისო გაკვეთილები ქვიშაზე
21:30 – ,,მოზღვავებული სიტყვა“-სახალხო დისკუსია ქვიშის პანელზე. ზღვისპირა კოცონთან, ინტერაქტიული დიალოგი კულტურასა და ხელოვნებაზე და გასართობი პროგრამა
15 სექტემბერი
ჩატარების ადგილი: მალთაყვის სანაპირო
აქტივობების ჩატარების დრო: 16:00 – 21:00
სახელოვნებო, შემოქმედებითი, საგანმათლებლო-შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები- ყველა ასაკის მონაწილისთვის
• ადგილობრივი მეწარმეებისა და მოწვეული მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვები
• ანტიკური კოლხეთი – ქვიშაში გაბნეული ოქროს ძიებაში-ინტერაქტიული შეხვედრა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიასთან
• ,,ქვიშის არქეოლოგია’’-შემეცნებით-სასწავლო-გასართობი მასტერკლასები არქეოლოგიაში-პატარებისთვის
• ქვიშის არტი- კონკურსი ქვიშის ფიგურების შექმნაში
• დრიფვუდი-მასტერკლასებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
• ხალხური რეწვის ოსტატები საქართველოდან
მასტერკლასებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები
• ,,არჩევანი შენზეა’’- შეხვედრები საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისა და პროფორიენაციისთვის:
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის საგამოფენო სივრცეში
• ფოთის პროფესიული კოლეჯის საგამოფენო სივრცეში
• ფოთის ევროპული შუქურა – შემეცნებით-გასართობი სივრცე
• კონცერტები- ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და მოწვეულების მონაწილეობით, დღის განმავლობაში, საინფორმაციო ინტერვალებით
• ,,შეკარი კამარა“ – წყლის ფრინველების ფოტოგრაფირება/ვიდეოგადაღების შემეცნებითი და პრაქტიკული მასტერკლასები და 14 სექტემბერს გადაღებული მასალის განხილვა- ზაქარია სონღულაშვილთან ერთად
• ,,ხელოვნება კონსერვაციაში’’- მსოფლიო იხტიოლოგიის უიშვიათესი სახეობების დაცვა და ცნობიერების ამაღლება-ხელოვნების გზით: „ფაუნა & ფლორა ინტერნეიშენალის“ ვიქტორინა და გამარჯვებულების გამოვლენა
• საზღვაო კვანძები გამოყენებით ხელოვნებაში- დამზადების მასტერკლასები
• ,,ხიდები ხელოვნებაში’’ – საპილოტე პროექტი ქუთაისელი, ზუგდიდელი და ფოთელი არტისტების მონაწილეობით
• ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასები და დაგემოვნება
• ,,საზღვაო ეკო-მოდა – მეორადი გამოყენების ქსოვილებისა და ტანსაცმლისგან შექმნილი საზღვაო მოდელების ჩვენება, ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით
• ფესტივალის ფარგლებში შექმნილი კლიპების პრეზენტაცია
19:00 – დასკვნითი კონცერტი, ჯგუფი ,,ალეგრო“ და მისი ბენდი
21:00 – ფესტივალის დახურვა – ფრანების შოუ და ,,წერილი ბოთლში“
#EU4Culture
ნაკლების ჩვენება