ფოთის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სიჩუანთან დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო კონფერენციაში ქალაქ ჩენდუში, ჩინეთის რესპუბლიკაში.
კონფერენციაზე ,,ღია თანამშრომლობა და საერთო ინტერესები“, სიტყვით წარსდგა ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე. მან ისაუბრა ქალაქის მდგრადი განვითარების ხედვაზე და შესაძლებლობებზე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის დელეგაციის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს ტექნოლოგიური ინოვაციების, განახლებადი ენერგიის გამოყენების, საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების საკითხები. ასევე, გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობა ტექნოლოგიების, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
კონფერენციის კვირეულის განმავლობაში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ადგილობრივი ინდუსტრიული სექტორის მუშაობის სპეციფიკას და გამართეს შეხვედრები მსხვილ მეწარმეებთან.
კონფერენციას 30 ქვეყნის 43 დელეგატი ესწრებოდა.