🇬🇪 დღეს, 2025 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 სხდომა გაიმართა.
🇬🇪 სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
🇬🇪 სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი განკარგულება და ორი დადგენილება.
1 .„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. .ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის
დამტკიცების შესახებ.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2024 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის
შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების თაობაზე.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.17.514) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კონსტანტინე რეკვავას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.04.1018) შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
Escort

























