სიახლეები

დამეგობრებული ქალაქები

იაზდი (სპარს. یزد) — ირანი

ქალაქი ირანში, იაზდის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 529,673 ადამიანს. ის არის რკინიგზისა და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქ ისპაანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაშორებულია 270 კმ-ში. იაზდი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, თავისი მკვეთრად აღმოსავლური სტილის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, ბაზრებით, აბანოებითა და ალიზით ნაშენი სახლებით. იაზდი მოინახულა მარკო პოლომ, რომლის 1272 წლის ნაამბობით ეს იყო აყვავებული ქალაქი აბრეშუმის განვითარებული წარმოებით.
2017 წლიდან ისტორიული ქალაქი იაზდი წარმოადგენს UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მას წელიწადში მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

საუკუნეების განმავლობაში, იაზდის მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ უდაბნოს გარემოცვაში, არსებლმა ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა უნიკალური სპარსული არქიტექტურის ჩამოყალიბება, მათ შორის ცნობილია იაზდის „ქარმჭერი“ კოშკები, რომელიც უზრუნველყოფს შენობების სრულ, ბუნებრივ ვენტილაციას.

ფოთი და იაზდი დამეგობრებული ქალაქებია 2020 წლის 12 თებერვლიდან.

იაზდის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.yazd.ir

 


პარტიზანსკი ოლქი (მინსკი) – ბელორუსი

პარტიზანსკი ოლქი (ბელორუსულად: Партызанскі) – ბელორუსის დედაქალაქის, მინსკის ადმინისტრაციული ერთეულია. სახელი ეწოდა საბჭოთა კავშირის პარტიზანელთა საპატივცემლოდ. პარტიზანსკი ოლქი მინსკის ყველაზე ნაკლებად დასახლებული უბანია. უბანი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში და ესაზღვრება: ცენტრალური, სავეცკი, პერსამაჟსკი, ზავოდსკი და ლენინსკის ოლქებს.

ოლქის ფართობი 64,6 კვ. კმ და მოსახლეობა 97,592 ადამიანს შეადგენს.

ფოთსა და პარტიზანსკის ადმინისტრაციას შორის დამეგობრების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2020 წლის თებერვალში.

ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.minsk.gov.by

 


მაარდუ (ესტ. Maardu) – ესტონეთი

მაარდუ  — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესტონეთში, მდებარეობს ესტონეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. შედის ჰარიუმაას მაზრის შემადგენლობაში, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 15 332 ადამიანს, ფართობი კი – 22.76 კმ2. ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, მათი მხოლოდ 20% არის ესტონელი, დანარჩენი არის ეროვნებით რუსი, უკრაინელი, ბელორუსელი, თათარი და სხვ.
მუუგას პორტი, რომელიც ესტონეთში ყველაზე დიდი სატვირთო პორტია, ნაწილობრივ მაარდუში მდებარეობს.
ქალაქის გარეუბანში (მაარდუს სოფელში) არის მაარდუს მანორი, რომელიც ესტონეთში  შემორჩენილ ბაროკულ მანორულ სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ის აშენდა 1389 წელს, თუმცა შენობას ახლანდელი სახე 1660-იან წლებში და შემდგომ მე-19 საუკუნეში მიეცა.  მანორის მფლობელმა, ჰერმან იენენ ბონმა 1739 წელს პირველად დაბეჭდა ბიბლია ესტონურ ენაზე.

ქალაქები – ფოთი და მაარდუ დამეგობრებულია 2018 წლის 14 ივნისიდან.

 


სუვალკი – პოლონეთი

სუვალკი ქალაქია პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში , მოსახლეობა შეადგენს 69 420 ადამიანს. სუვალკი არის სუვალკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ასევე რეგიონის  უდიდესი ქალაქია. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით ლიტვის საზღვართან. ცნობილია სუვალკში დაცული ტერიტორია – სუვალკის ლანდშაფტური პარკი.

სუვალკის მიმდებარე ტერიტორია დასახლებული იყო ადგილობრივი ტომებით შუა საუკუნეებიდან, შესაბამისად, ქალაქის ადგილები საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

სუვალკი ცნობილია ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურით პოლონეთში, ზოგჯერ, მას მოიხსენიებენ როგორც პოლონეთის სიცივის პოლუსს.

ფოთი და სუვალკი დამეგობრებული ქალაქებია 2017 წლიდან.

 


კირიათ იამი – ისრაელი

კირიათ იამი – (ლიტ. „ზღვის ქალაქი“)  არის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი ისრაელში, ჰაიფადან 12 კმ დაშორებით. მოსახლეობა შეადგენს 39,909 ადამიანს.

ჩრდილოეთ ნაწილი ქალაქისა წარმოადგენს უამრავი ემიგრანტის სახლს, რომლებიც ჩამოვიდნენ კირიამ იათში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ეთიოპიიდან. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში მუშაობდა ათობით სახლისა და ცენტრის აშენებაზე, იმისთვის, რომ ემიგრანტების დასახლებისთვის შეეწყოთ ხელი. სოციო-ეკონომიკური განვითარების შკალის მიხედვით ქალაქი საშუალოდ განვითარებულია.

ფოთი და კირიათ იამი დამეგობრებული ქალაქებია 2015 წლიდან.

კირიათ-იამის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.kiryat-yam.muni.il

 


სევასტოპოლიუკრაინა

სევასტოპოლი (უკრ. Севастополь) — ქალაქი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე. სევასტოპოლი გაშენებულია 1783 წელს, როგორც სამხედრო საზღვაო ნავსადგური და ციხესიმაგრე. თავდაპირველად ქალაქს ერქვა ახტიარი (თეთრი ფრიალო კლდე), 1784 წლიდან სევასტოპოლი ჰქვია (ბერძნ. „დიადი ქალაქი“). ქალაქი შეფენილია სევასტოპოლის ყურის ნაპირების ტერასებზე. ყურე ქალაქს ყოფს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 340,735 ადამიანს.
ქალაქი ცნობილია იახტ-კლუბებითა და შესაბამისად, საზღვაო ტურიზმით. ფუნქციონირებს 7 იატხ კლუბი, სევასტოპოლის აკვატორიაში იმართება აფრიანი ნავების, რეგატების ფესტივალები და კონფერენციები, მათ შორის, უკრაინის შავი ზღვის რალი-რეგატა “Sitronics Intellect Cup“, იახტების რალი „კაირა“, აფროსნული ფესტივალი და სხვ.

მდიდარმა სამხედრო და ისტორიულმა მემკვიდრეობამ განაპირობა სამხედრო-ისტორიული ტურიზმის განვითარება, დიდი პოპულარობით სარგებლობს სამხედრო და ისტორიული  რეკონსტრუქციები.

ფოთი და სევასტოპოლი დამეგობრებული ქალაქებია 2008 წლიდან.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი:  www.sev.gov.ua

 


ოსტამარი – შვედეთი

ოსტამარი ოსტამარის მუნიციპალიტეტში შემავალი მცირე ქალაქია. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 4 534 ადამიანი ცხოვრობდა. ოსტამარის მუნიციპალიტეტი უფსალას ოლქის ნაწილია, თუმცა ისტორიულად სტოკჰოლმის ოლქში შედიოდა.

ქალაქის სტატუსი 1368 წელს მეფე ალბერტმა მიანიჭა. 17 საუკუნის დასაწყისიდან მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე ოსტამარის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობდა მეთევზეობა – კერძოდ, ქაშაყის ჭერა.
დღეს ოსტამარი წარმოადგენს სეზონურ, ზაფხულის ქალაქს, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. წელიწადის სხვა დროს, განსაკუთრებით ზამთარში, ქალაქი მშვიდი და წყნარია. უამრავი კოტეჯია განთავსებული სანაპიროს გასწვრივ და ახლომდებარე კუნძულებზე. ამ კუნძულთა შორის, ყველაზე დიდია გრასო, რომელიც შვედეთში სიდიდით მეათე კუნძულია.

ფოთი და ოსტამარი დამეგობრებული ქალაქებია 2007 წლიდან. ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა ჩამოყალიბებული, რაც ძირითადად გამოიხატება ერთად განხორციელებულ სოციალურ პროექტებში. ფოთში რუსთაველის რკალზე მდებარე სკვერი ქალაქი ოსტამარის სახელს ატარებს.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი:   www.osthammar.se

 


ლუგანსკი – უკრაინა 

ლუგანსკი (უკრ. Луга́нськ ისტორიული სახელწოდება Луга́нське) — ქალაქი უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების ლუგანისა და ოლხოვაიას შეერთების ადგილზე. არის უკრაინის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ოლქის ცენტრი. კიევიდან დაშორებულია 811 კილომეტრით. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 417 990 ადამიანს, ფართობის მიხედვით, უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქების ათეულშია.
ქალაქის ეკონომიკაში დიდი წილი მძიმე მრეწველობას უჭირავს, 13 მანქანათმშენებელი ქარხანა, 3 მეტალურგიული ქარხანა და სხვა ქარხნები როგორც დასაქმების მხრივ, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში.

ფოთი და ლუგანსკი 2005 წლიდან დამეგობრებული ქალაქებია.

 


ჩორნომორსკ (ილიჩოვსკი) – უკრაინა

ჩორნომორსკ (უკრ. Чорномо́рськ, ძველად ილიჩივსკი) სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე ქალაქია. ქალაქს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, იქ არსებული პორტის გამო, ქალაქს საოლქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 59 851 ადამიანს.
პორტი 1952 წელს დაარსდა და შესაბამისად ურბანულად განვითარდა მისი შემოგარენი ტერიტორია, შედეგად ჩამოყალიბდა ქალაქი ილიჩივსკი (ჩორნომორსკი). დღესდღეობით, ჩორნომორსკი უკრაინის ქალაქებს შორისს დაწინაურებულია 1 სულ მოსახლეზე შემოსავლის თვალსაზრისით, მოსახლეობის დიდი ნაწილი პორტშია დასაქმებული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.

ფოთი და ჩორნომორსკი 2003 წლიდან დამეგობრებული ქალაქებია.

ოფიციალური ვებ-გვერდი:   www.loga.gov.ua

 


კალინინგრადი – რუსეთი

კალინინგრადი (1946 წლამდე კენიგსბერგი) — საპორტო ქალაქი რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არის რუსული ნახევრადექსკლავი პოლონეთსა და ლიტვას შორის ბალტიის ზღვაზე. ქალაქის მოსახლეობა არის 431 500 ადამიანი. ეთნიკური შემადგენლობა: რუსი 77,9 %, ბელორუსი 8,0 %, უკრაინელი 7,3 %, ლიტველი 1,9 %, გერმანელი 0,6 % და პოლონელი 0,5 %.

ეს იყო გერმანული ქალაქი – კენიგსბერგი, რომელიც დაარსდა 1255 წელს. ოკუპირებულ იქნა საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს და 1946 წელს დაარქვეს კალინინგრადი.

ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და საჰაერო თვალსაზრისით.

ფოთი და კალინინგრადი დამეგობრებული ქალაქებია 2001 წლიდან.

 


შანვეი – ჩინეთი

შანვეი (ჩინურად: 汕尾)  ან სვაბუე, არის პრეფექტურის დონის ქალაქი აღმოსავლეთ გუანგდონგის პროვინციაში, ჩინეთი სახალხო რესპუბლიკაში. მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში, შენჟენიდან 120 კმ. დაშორებით. მოსახლეობა შეადგენს 2,9 მილიონ ადამიანს, სასაუბრო ენა ჰაიფენგის დიალექტი. ქალაქი დაყოფილია 3 ადმინისტრაციულ ერთეულად.
შანვეი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია ზღვის ულამაზესი ხედებითა და სასიამოვნო კლიმატით. 445.2 კმ-ზე გადაჭიმულია თვალწარმტაცი სანაპირო, პლიაჟით, მთებით, რიფებით, კუნძულებითა და ისტორიული ადგილებით. ვიზიტორებს შეუძლიათ ადგილობრივი კულტურითა და ხელოვნებით დატკბნენ.

ფოთი და შანვეი დამეგობრებული ქალაქებია 2001 წლიდან.

ოფიციალური ვებ-გვერდი: www.shanwei.gov.cn

 


ნავპლიონი – საბერძნეთი

ნავპლიონი საპორტო ქალაქია საბერძნეთში, პელოპონესის რეგიონში. ნავპლიონი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მნიშვნელოვან საპორტო კვანძს, ხოლო 1821-1834 წლებში წარმოადგენდა პირველი ელენური რესპუბლიკისა და საბერძნეთის სამეფოს დედაქალაქს. ნავპლიონი ამჟამად რეგიონის – არგოლისის მთავარი ქალაქია.

მოსახლეობა 33, 356 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდიდარია სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობით, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს – მე-12 საუკუნის ბიზანტიური ეკლესია, საათის კოშკი, წმინდა სპირიდონის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, მორეას ექსპედიციის მონუმენტი და სხვა.

ფოთი და ნავპლიონი დამეგობრებული ქალაქებია 2000 წლიდან.

ბურგასის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.nafplio.gr

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: nafpldim@otenet.gr

 


ბურგასი – ბულგარეთი

ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის (შავი ზღვა) სანაპიროზე. ბურგასის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 411,579 კაცს. ბურგასი წარმოადგენს ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს და ნავსადგურს ქალაქ ვარნასთან ერთად, საიდანაც გააქვთ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ბურგასის ყურის სამხრეთ ნაპირზეა ნავსადგური „დრუჟბა“,  საიდანაც რუსეთიდან მიღებული ნავთობი მილსადენით გადაეცემა ბულგარეთის ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო კომპლექსს — ბურგასის ნავთობქიმიურ კომბინატს. ბურგასი ქვეყნის მნიშვნელოვანი თევზსაჭერი ბაზაა. ქალაქში მრავალი საკურორტო დაწესებულებაა.

ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ატანასოვსკოს ტბა, გრამაფონის სკულპტურა, 100 წლის შუქურა, ზღვის ბაღი, ავიაციის მუზეუმი, წმინდა კირილესა და მეთოდეს ტაძარი, მარკელის ციხე-სიმაგრე და სხვ.

ქალაქები – ფოთი და ბურგასი დამეგობრებული არის 1998 წლიდან.

ბურგასის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.budgas.bg

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: obshtina@burgas.bg

 


ვარნა – ბულგარეთი

ვარნა (ბულგ.: Варна) — სიდიდით მესამე ქალაქი ბულგარეთში სოფიასა და პლოვდივის შემდეგ. მოსახლეობა შეადგენს 376 613 ადამიანს. წარმოადგენს ვარნის ოლქის დედაქალაქს და მნიშვნელოვან პორტს შავ ზღვაზე, ვარნის ტბის სიახლოვეს. ქალაქს 1949-56 წლებში “სტალინი” ერქვა.
ქალაქი ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ცნობილია, როგორც ბერძნული კოლონია – ოდესოსი. მე-12 საუკუნეში პირველად არის ნახსენები, როგორც ვარნა.
ქალაქი წარმოადგენს მსხვილ კულტურულ და ფინანსურ ცენტრს ბულგარეთში, ამასთან, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ვარნა – ყველაზე დიდი პორტია ბულგარეთში, რომელსაც პარომული კავშირი აქვს ჩორნომორსკთან, ფოთთან, ბათუმთან, სტამბულთან და კავკაზის პორტთან.

ფოთი და ვარნა დამეგობრებული ქალაქებია 1995 წლიდან.

 


ლარნაკა – კვიპროსი

ლარნაკა –  კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქია. კვიპროსში სიდიდით მესამე ქალაქია ნიქოზიისა და ლიმასოლის შემდეგ, ხოლო მისი პორტი ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეორე კომერციული პორტია.

ქალაქი აშენებულია უძველესი კიტიონის ნანგრევებზე და აქვს არაერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა: ლარნაკის ციხე, წმინდა ლაზარეს ეკლესია, წმ. ლაზარეს ეკლესია (IX საუკუნის ბოლო, რესტავრირებული XVII ს-ში, კანკელი — 1773–1782 წწ; თაღედი — 1750 წ, სამრეკლო — 1857 წ), ბიზანტიური ეკლესია „პაგანია ქრისტოპოლიტისა“ (XII–XIII სს; გადაკეთებული 1768 წ, რესტავრირებული 1851 წ), ფორტი (XIV ს-ის ბოლო, გადაკეთებული 1625 წ; ამჟამად შუა საუკუნეების კვიპროსის მუზეუმი), ეპისკოპოსის სასახლე, მაცხოვრის ტაძარი (1460 წ, გადაკეთებული 1854 წ) და მრავალი სხვა.

ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი განთავსებულია ქალაქის საზღვართან, არის მარტივი მისადგომი ქალაქის ცენტრიდან.

ქალაქები – ფოთი და ლარნაკა დამეგობრებულია 1988 წლიდან.

ქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.larnaka.org.cy

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: municipality@larnaka.com

 


ლა-გრანჟი – აშშ 

ლაგრანჟი ქალაქია ჯორჯიას შტატში, ამერიკაში. მოსახლეობა შეადგენს 30 291 ადამიანს. დაახლოებით 60 მილით არის დაშორებული ატლანტადან. აქ მდებარეობს შტატში ყველაზე ძველი კერძო კოლეჯი – ლაგრანჟის კოლეჯი, რომელიც მე-19 საუკუნეში დაარსდა თავდაპირველად გოგონებისთვის.

ქალაქში ნაწილობრივ მდებარე ვესტ ფოინთის ტბა იზიდავს მეთევზეებსა და წყლის სპორტის ენთუზიასტებს ქალაქში.

1939 წელს აშენებული სასამართლო, საპყრობილე და ფლიგელი ეროვნული ისტორიული ადგილების ნუსხაშია შეტანილი.

ფოთი და ლაგრანჟი დამეგობრებული ქალაქებია 1987 წლიდან.

ოფიციალური ვებ-გვერდი: www.lagrangega.gov

 


ბერდიანსკი  – უკრაინა

ბერდიანსკი საპორტო ქალაქია უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში. იგი მდებარეობს აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელიც შავი ზღვის ჩრდილოეთი გაგრძელებაა. მისი ფართობია 1 300 კმ². რაიონის მოსახლეობა 107 928 ადამიანს შეადგენს. ბერდიანსკში არის საფარის ზოოპარკი, წყლის პარკი, მუზეუმები, სამკურნალო კურორტები ტალახის აბანოებით და კლიმატური პროცედურებით და მრავალი წყლის სპორტული აქტივობა.


 

კლაიპედა – ლიეტუვა

 

საპორტო ქალაქი ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. ძველ ქალაქში არის გერმანული სტილის, მე-18 საუკუნის ხის კარკასის შენობები. თეატრის მოედანი, ქალაქის მთავარი თავშეყრის ადგილია, მოედნის ცენტრში მდებარეობს ნეოკლასიკური დრამატული თეატრი. ლიტვის ზღვისპირა მუზეუმი მოიცავს დელფინების ჩვენებებს და საზღვაო ექსპონატებს მე-19 საუკუნის ციხესიმაგრეში. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 161,300 ადამიანს შეადგენს.

კლაიპედა ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქია.

ფოთი და კლაიპედა დამეგობრებული ქალაქებია 2014 წლიდან.

ოფიციალური ვებ გვერდი: klaipeda.lt/klaipeda/index.jsp


კონსტანცა – რუმინეთი

უძველესი ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში. მდებარეობს დობრუჯას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს. კონსტანცაშია სიდიდით მეორე მეტროპოლიტენი რუმინეთში.  2009 წლის მონაცემებით ქალაქის ფართობი 124.9 კმ2   და  მოსახლეობა 302 040 ადამიანს შეადგენს.

კონსტანცას პორტი, რომლის ფართობია 39.26 კმ² და სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრი, არის უდიდესი პორტი შავ ზღვაზე და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში.

ფოთსა და კონსტანცას  შორის დამეგობრების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2023 წლის ოქტომბერში.

ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.primaria-constanta.ro

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
bahçelievler escort
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
ladesbet giriş
bahis siteleri
casino siteleri
Esenyurt escort
ladesbet
Deneme Bonusu canlı casino siteleri güvenilir bahis slot oyunları
Translate »
Skip to content