პროგრამის მართვა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
1. სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
– დედით, მამითა და დედ-მამით ობლები 18 წლამდე ასაკის – 100 ლარი წელიწადში ერთხელ.
– ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) – 100 ლარი ერთჯერადად.
– ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები – 100 ლარი ერთჯერადად.
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 18 წლამდე ასაკის მოზარდები – 100 ლარი წელიწადში ორჯერ.
– დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 18 წლამდე ასაკის – 500 ლარი წელიწადში ორჯერ.
– ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 500 ლარი ერთჯერადად.
– ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
ა) 90-100 წლამდე უხუცესები – 100 ლარი ერთჯერადად;
ბ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული უხუცესები – 500 ლარი ერთჯერადად.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით.
საჭირო დოკუმენტაცია
1. ბენეფიციარის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
– დედით, მამითა და დედ–მამით ობლები:
1) ობლის (ობლების) დაბადების მოწმობის ასლი;
2) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) გადაწყვეტილება მეურვეობა/მზრუნველობის დაწესების შესახებ;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
– ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
– ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) ინფორმაცია ქალაქის წინაშე დამსახურების შესახებ.
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 18 წლამდე ასაკის მოზარდები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
– დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 18 წლამდე ასაკის:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
– ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
– ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი.
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
2. დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახები, ასევე მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლები, ყრუ-მუნჯები, უსინათლო პირები.
ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების გადაცემა განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისა (უბნების მიხედვით) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სიების მიხედვით.