სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას, სწავლის სრულად დაფინანსებას არაუმეტეს 2250 (ორიათას ორასორმოცდაათი) ლარისა. კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. სტუდენტი ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათით იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწავლის ხარისხის ამაღლება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
ზ) საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათი ბენეფიციარის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, იუსტიციის სახლიდან/ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
თ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
გადაწყვეტილების მიღების წესი:
სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური (პროგრამით გათვალისწინებული თანხის ოდენობით) აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შესახებ გაცემული ცნობის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით, თანხა დაირიცხება შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშის ნომერზე.