სიახლეები

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

პროგრამის მართვა

ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთში, რომელთაც ჰყავთ ხუთი  და მეტი შვილი (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოთ მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია

მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:

1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

2) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

Translate »
casibombahsegeljojobet girişHOLİGANBETjojobetParents In College Skip to content