ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, 19 ივლისიდან, ახალგაზრდული ინიციატივის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს!
პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა შეიმუშავონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე ორიენტირებული ინიციატივები.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება მერის სახელზე;
საკონკურსო განაცხადი (დანართი1 – საპროექტო განაცხადი; დანართი2 – ბიუჯეტის ფორმა);
სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს ინიციატივის დაფინანსების საჭიროებას;
განმცხადებელი ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
პროექტის ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ან პასპორტის ასლი;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი/დევნილის შემთხვევაში, ცნობა რეგისტრაციის შესახებ;
ინიციატივის/ პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება მერიის მიერ განხორციელდება არანაკლებ 1000 (ათასი) და არაუმეტეს 9000 (ცხრა ათასი) ლარით;
პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას.
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი. წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: cempsypoti@gmail.com