I-რანგი (მაღალი მმართველობითი დონე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გიორგი თოლორდავა
დაბადების თარიღი: 23.03.1993
დაბადების ადგილი: ქალაქი თბილისი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ტელეფონი: (0493) 22 10 51; 22 10 56
ელ.ფოსტა: g.tolordava@poti.gov.ge
infrastruqturapoti@gmail.com
განათლება:
2011-2015 წწ – საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, თეოლოგიის ბაკალავრი;
2020 წლიდან დღემდე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მმართველობის სკოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
სამუშაო გამოცდილება:
2015-2018 წწ – შპს “სხივი”, სამშენებლო ზედამხედველობის მენეჯერი;
2018-2019წწ – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
2019-2022 წლის 10 იანვრამდე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის გამგეობის ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
2022 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფარასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი;
2022 წლის 1 ივნისიდან დღემდე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის _ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
- მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
- წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას;
- წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
- ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
- მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
- მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
- მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე დასკვნების შემუშავებას;
- სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
- სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს;
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების ზედამხედველობასა და საქმიანობის კოორდინაციას; პ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
- სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი;
- სამსახურის მისამართია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, გეგიძის N12
სამსახურის უფროსის მოადგილე
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) პირველადი სტრუქტურული ერთეული
ხელმძღვანელის მოადგილე (1)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილება
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) მეორადი სტრუქტურული ერთეული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსი (1)
III-რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: (3)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: (2)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილება
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) მეორადი სტრუქტურული ერთეული
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილების უფროსი (1)
III-რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1)
ტრანსპორტის განყოფილება
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) მეორადი სტრუქტურული ერთეული
ტრანსპორტის განყოფილების უფროსი (1)
III-რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
ტრანსპორტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1)
მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) მეორადი სტრუქტურული ერთეული
მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (1)
III-რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (3)
მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1)
მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1)