სიახლეები

ნებართვები

 I და II კლასის  შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის შეტყობინებას. 

დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა წერილობითი თანხმობა პირველი კლასის ობიექტებზე, ხოლო მეორე კლასზე მერის ბრძანების სახით.

პირველ და მეორე კლასზე მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

კანონის თანახმად  მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან 1 წელი.

განმცხადებელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი  პირი.

პირველ  კლასის მშენებლობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით. 2. პირადობის მოწმობის ასლი.

თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა.

პირველი კლასის ნებართვაზე განხილვის ვადა 5 სამუშაო დღე, დანაჩენ შემთხვევაში 10 სამუშაო დღე, თუ სხვა უწყება არ არის ჩასართავი.

მშენებლობის ნებართვა გაიცემა  III და IV კლასის მშენებლობაზე. მე-3 და მე-4 კლასის მშენებლობაზე მოსაკრებელი დადგენილია საკრებულოს დადგენილებით.  მშენებლობის განხორციელების ვადა განისაზღვრება სანებართვო მოწმობით. მე-3 და მე-4  კლასის შენობაზე სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;

ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;

გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;

დ) არქიტექტურულ პროექტს;

ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;

ვ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში);

ზ) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;

ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.

განცხადების განხილვის ვადაა  10 სამუშაო დღე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა .

ექსპლუატაციაში   მიღებისათვის ვარგისად აღიარება  ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება:ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში;ბ) III კლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში;გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში  – 30 სამუშაო დღის ვადაში.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) ეტაპების დასრულების შესახებ ამ წესის შესაბამისად შედგენილი საეტაპო  ოქმები;

ა1) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ამასთან, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ დანიშნავს ტექნიკურ ზედამხედველს, იგი თავად წარადგენს შეფასებას განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, შეფასება შედგენილ უნდა იქნეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ.

ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;

გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოების წარმოდგენა;

დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;

ე) შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ;

ვ) მშენებლობადამთავრებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების დასკვნა.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვების გაცემის უზრუნველსაყოფად  მუნიციპალიტეტი  აცხადებს კონკურსს, მონაწილე შეიძლება იყოს ინდივიდუალრი მეწარმე ან  იურიდიული პირი „შპს“ სახით.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ დაინტერესებულ პირებს შემოაქვთ განაცხადი. განცხადების შემოტანა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო განაცხადი განიხილება 5 სამუშაო დღის ვადაში. ნებართვა ძალაშია 1 წლის მანძილზე. ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული  მგზავრის გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით თვეში. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით თვეში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ინსპექტირების დოკუმენტი (ტექ. დათვალიერების დოკუმენტი), საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ლიზინგი, იჯარა),  მძღოლის (მესამე პირი) შემთხვევაში მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელია 30 (ოცდაათი) ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პირადობის მოწმობის ასლი, მართვის მოწმობის ასლი, ტექ.პასპორტის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N 100, ინსპექტირების დოკუმენტი (ტექ. დათვალიერების დოკუმენტი), საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელლი დოკუმენტი (ლიზინგი, იჯარა), მძღოლის შემთხვევაში მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

ქალაქ ფოთის მუნიციციპალიტეტის შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მარშუტს ადგენს ქალაქ ფოთის მუნიციციპალიტეტის საკრებულო.

გარე რეკლამის განსათავსებლად დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა წერილობითი თანხმობა გარე რეკლამის განთავსების შესახებ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით.
  2. პირადობის მოწმობის ასლი

განცხადების განხილვის ვადაა 5 სამუშაო დღე.

დადგენილება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ


მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება N255


საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ


საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ


ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ  საქართველოს კანონი


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს დადგენილება N20/23


„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №20/23 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის  დადგენილება N22/31

 

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

esenyurt escort mecidiyekoy escort avcilar escort istanbul escort istanbul escorts
mersin escort istanbul escort arnavutkoy istanbul escort azeri istanbul escort sefakoy istanbul escort ukraynali
bakırköy escort ataköy escort
bakırköy escort
ataköy escort
konya escort
istanbul escort istanbul escort bayan
canlı casino casino siteleri
bonus veren siteler bonus
istanbul escort

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişjojobetcasino siteleriDeneme Bonuslarcasibomcasibom girişcasibomcasibom girişcasibomcasibom güncel girişcasibomcasibom girişcasibom 726Bonus veren sitelerCasibom 2024 - 2025Canlı BahisBedava deneme bonusucasibom güncel girişcasibomcasibomcasibom Skip to content