სიახლეები

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

გერბის ფარი ტალღოვანი ვერცხლის სარტყელით გაყოფილია ორ ნაწილად I ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს კოშკი ნახევრად ღია ჭიშკრით. II ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს. I ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, II ნაწილს 1/3. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი _ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.გერბის ფარს უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა.გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია  დევიზი _ ”ფოთი”.

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილი _ ყვითელ ველზე ლაჟვარდის ჯვარი. II ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი დროშის პროპორციაა 2:3.დამტკიცებულია ქალაქი ფოთის  თვითმართველობის მიერ  2005 წლის 28 ოქტომბრის №20/47 დადგენილებით.

ფოთის გერბის შესახებ

გერბში მთავარი ფერების (მეწამული, ლურჯი) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია, ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს და სიმბოლურად ფოთის მკვიდრთა ისტორიულ წარსულს, ღირსებას, კეთილშობილებას, სიმდიდრეს, რეგიონის ისტორიულ ძლევამოსილებას განასახიერებს. გერბის ფერთა ძირითად წყაროს  წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც გურიისა და სამეგრელოს რეგიონები ამ ფერებით ფიქსირდება. ამავე დროს, ვინაიდან კოლხეთის სამეფო (გურია, სამეგრელო – ისტორიული კოლხეთის სამეფოს ნაწილი) დაკავშირებულია მითთან არგონავტების შესახებ, ანუ ოქროს საწმისთან, რომელიც დასავლეთ ევროპის ჰერალდიკაში ძირითადად ფიქსირდება ოქროთი ლურჯ ველზე, ამიტომ იქნა შერჩეული ლურჯი, რომელშიც აგრეთვე აისახა არგონავტთა ზღვით დაკავშირება კოლხეთის სამეფოსთან (იხ. აგრეთვე ქუთაისის, აბაშის, წალენჯიხის გერბები). ამ ისტორიულ წარსულს განასახიერებს გერბში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა ოქროს საწმისი. დავუმატებთ, რომ ოქროს საწმისი ქრისტიანულ სიმბოლიკაში \”ციურ კრავს\” – სულიერ და ინტელექტუალურ მზეს განასახიერებს. ანუ ამ ფიგურებით გადმოცემულია ფოთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი სასულიერო და ინტელექტუალური კერა, რეგიონის მკვიდრთა ღვთისმოსაობა და ინტელექტუალური ღირსებები. არაჰერალდკური ფიგურა \”ციხე-სიმაგრე\” XVIII საუკუნეში ოფიციალურად არსებული ფოთის გერბში გამოსახული ციხე სიმაგრის საფუძველზეა დაფიქსირებული, რაც ხაზს უსვამს ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის ჰერალდიკურ მემკვიდრეობას. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით,  ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი \”ფოთი\”, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს. ასევე საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს ფარს უკან მოთავსებული ღუზები, ფოთის,  როგორც მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის აღსანიშნავად.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

Translate »
casibomcasibom girişCASİBOMCasibomholiganbet güncel girişCasibomcasibom girişjojobet güncelcasibomcasibom güncel girişcasibomcasibom girişcasibom girişcasibom güncel girişcasibom yeni girişCasibom Girişcasibomcasibomcasibom resmiJOJOBETjojobetgirişi jojobetjojobet giriş Skip to content