პროგრამის მართვა
ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ:
- ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემას (შიფერი, ხის მასალა).
- ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 5000-მდე ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 2000-მდე ლარით.
საჭირო დოკუმენტაცია
1.დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
2.დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (ხანძრის შესახებ) გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ;
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საფუძველზე.