სიახლეები

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი  ოჯახები ან პირი,  რომელთა საცხოვრებელი  სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი,  ავარიული ან სიცოცხლისათვის საშიში გახდა.  ასევე  პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირის/ოჯახის დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში 6 თვის ვადით, ხოლო სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, 12 თვემდე ვადით. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.

პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უზრუნველყონ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართში,  ბენეფიციარის ფაქტობრივი  ცხოვრების ფაქტის სისტემატური გადამოწმება  და ინფორმაცია მიაწოდონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. გადამოწმების შედეგად, ბენეფიციარის  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლა გამოიწვევს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტას.

საჭირო დოკუმენტაცია

ამ  პროგრამის  ფარგლებში  მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და  გამქირავებელს შორის;

ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის  ფაქტს;

ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი, დამცავი ორდერი ან ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის  (სხდომის ოქმის) საფუძველზე.

გამოყოფილი თანხა გამქირავებელს დაერიცხება საბანკო ანგარიშზე.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
BetmüzeBetmüze
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
bahçelievler escort
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
ladesbet giriş
bahis siteleri
casino siteleri
Esenyurt escort
ladesbet
Translate »
Skip to content