პროგრამის მართვა
მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები (განქორწინების შემთხვევაში მშობელი) უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), უმცროს შვილზე დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი;
4-შვილიან ოჯახს – 100 ლარი;
5-შვილიან ოჯახს – 190 ლარი;
6-შვილიან ოჯახს – 220 ლარი;
7-შვილიან ოჯახს – 300 ლარი;
8 და მეტ-შვილიან ოჯახს – 450 ლარი.
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 320-მდე ოჯახი.
საჭირო დოკუმენტაცია
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5) განქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
თანხა ყოველთვიურად განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.