სიახლეები

მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა), სოციალურად დაუცველი, პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდმცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრების, სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 70 000 ქულის მქონე) მოქალაქეებისათვის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კერძოდ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულების 100%-ის დაფინანსება, ერთი წერტილის გათვალისწინებით.

საჭირო დოკუმენტაცია

ბენეფიციარი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების საკუთრების შესახებ;

დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ ბენეფიციარს და ბუნებრივი გაზის მომწოდებელს წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ.

ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

Translate »
casibomjojobet girişjojobetCasibomholiganbet girişcasibom girişCasibomcasibomcasibom girişCASİBOMholiganbet güncelizmir escortCasibom Girişcasibomcasibom güncel girişcasibom güncelCasibomCasibom Güncelholiganbetholiganbet güncel giriş Skip to content