Skip to content
სიახლეები
22:13:27

სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა დაფინანსება

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარების შემაფერხებელია. ბავშვებისთვის ცხოვრების ეს ეტაპი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ ასაკში ბავშვი ინტენსიურად ითვისებს სასკოლო უნარებს, გრამატიკულად სწორად მეტყველებას, წერას, თეორიულ აზროვნებას.

ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, განვითარებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას.

ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები.

სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი).

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სასკოლო ნივთების, მათ შორის  სასკოლო ჩანთა, პენალი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი და ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში და ფუნჯი, პლასტილინი და საძერწი დაფა, სამაგიდო თამაში – ჭადრაკი და სხვა.

პროგრამის მართვა:

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი).

გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია:

ა) პროგრამით მოსარგებლის, ბავშვის მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

გ)  მეწარმე/იურიდიული პირის მიერ გაცემული ინვოისი, თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარისა;

დ) სხვა დამატებითი დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.

ამასთან,  დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული სასკოლო ნივთებით დახმარება, საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეიძლება გაეწიოთ არაუმეტეს 100 (ასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე;

ანგარიშსწორება განხორციელდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული მეწარმე/ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად) საფუძველზე.

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişjojobetcasino siteleriDeneme Bonuslarcasibom güncel girişcasibom 726Onwincasibom girişholiganbet girişjojobetgrandpasha betcasino sitelericasibomcasibombets10casibomonwin