სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას, სწავლის დაფინანსების მიზნით, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში – 1000 ლარის ოდენობით.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწავლის ხარისხის ამაღლება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ე) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
ზ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).