სიახლეები

უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამა გულისხმობს:

ა)  უსინათლო და სმენადაქვეითებულ პენსიონერთათვის კომუნალური გადასახადების დაფინანსებას.

ბ) ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს  დახმარებას კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად.

საჭირო დოკუმენტაცია

ა) უსინათლო და სმენადაქვეითებულ პენსიონერთათვის კომუნალური გადასახადების დაფინანსება

უსინათლო და სმენადაქვეითებული პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

1) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N100;

3) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის  უსინათლო და სმენადაქვეითებული;

4) საბანკო ანგარიშის ნომერი.

მატერიალური დახმარება შეადგენს:

ა) პროგრამაში მონაწილე უსინათლო პენსიონერთათვის, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 60 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად;

ბ) პროგრამაში მონაწილე სმენადაქვეითებულ ბენეფიციარებზე მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად 35 ლარის ოდენობით,  წელიწადში ოთხჯერ.

ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, იმის  გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.

ყოველი თვის დასაწყისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნეს აღნიშნული ბენეფიციარების გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.

) ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს  დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს   დახმარებას კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდს“ შორის იდება ხელშეკრულება პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე, კერძოდ: კომუნალური ხარჯების  ანაზღაურებაზე, წელიწადში არაუმეტეს 1800 ლარისა.

ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“ კომუნალური გადასახადების დარიცხვის შემდეგ, წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და წერილს თან დაურთავს კომუნალური გადასახადების ოდენობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს   კომუნალური ხარჯების დაფინანსება მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

Translate »
casibomcasibom girişCASİBOMCasibomholiganbet güncel girişCasibomcasibom girişjojobet güncelcasibomcasibom güncel girişcasibomcasibom girişcasibom girişcasibom güncel girişcasibom yeni girişCasibom Girişcasibomcasibomcasibom resmiJOJOBETjojobetgirişi jojobetjojobet giriş Skip to content