სიახლეები

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ:

ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის – 500 ლარის ოდენობით წელიწადში  ერთხელ;

ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ – 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;

გ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებზე – 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.

საჭირო დოკუმენტაცია

მატერიალური დახმარების მისაღებად, გარდაცვლილი მოქალაქის დედ-მამამ, მეუღლემ, სრულწლოვანმა შვილმა ან მემკვიდრემ უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც  უნდა დაერთოს:

1) პირადობის მოწმობის ასლი;

2) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

3) საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.  გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე.

საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişcasino siteleriDeneme BonuslarOnwinholiganbetholiganbet girişonwin güncel girişbets10 giriş adresipusulabet girişcasibombets10 girişjojobet girişbonus veren siteler 2025 Skip to content