სიახლეები

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა

ფოთის მერია, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას ახორციელებს.

ქვეპროგრამის მიზანია:

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ქალთა გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

ქვეპროგრამის მართვა:

„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (ქალები) მიერ წარმოდგენილი პროექტების 80%-მდე თანადაფინანსებას.

საუკეთესო პროექტი გამოვლინდება კონკურსის საფუძველზე.

საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ჯამური ოდენობა განისაზღვრება 15000 ლარით. თითოეული გამარჯვებულისათვის თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.

თანადაფინანსებად ჩაითვლება მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა.

კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს: ფიზიკური პირ(ებ)ი (ქალი) – ასევე პირ(ებ)ი (ქალი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (სრულწლოვანი -18 წელს მიღწეული), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი.

წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, რელიგიურ საკითხებს, ასევე მხოლოდ ინფორმირებას.

საკონკურსო რესურსით არ ფინანსდება შემდეგი ხარჯები:

ა) ხელფასები და მიმდინარე ხარჯები;

ბ) უძრავი ქონების შეძენა;

გ) სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;

დ) კვლევები;

ე) სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;

ვ) ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;

ზ) გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები.

წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კონკურსში ჩართვის მიზნით, ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა.

მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, გადაულახავი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი გარემოების არსებობისას, უარი თქვას პროექტის დაფინანსებაზე.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გამარჯვებულმა პროექტმა უნდა გაიაროს კონკურსის I და II ეტაპი.

კონკურსის I ეტაპი:

კონკურსანტის განცხადება განიხილება მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც მიენიჭებათ შესაბამისი ქულების ოდენობა:

– პროექტი ახალ ინიციატივებსა და სიახლეებზეა ორიენტირებული – 10 ქულა;

– პროექტი დეტალურად და ნათლადაა აღწერილი – 10 ქულა;

– პროექტის განაცხადი ნათლად აჩვენებს ქალის განვითარების შესაძლებლობებს ეკონომიკურ სფეროში – 10 ქულა;

– სამიზნე ბაზარი – 10 ქულა;

– დასაქმებულთა რაოდენობა – 10 ქულა;

– პროექტის განხორციელების შედეგების ეფექტურობა – 10 ქულა;

– პროექტის მდგრადობა – 10 ქულა;

– პროექტის განაცხადის ყველა პუნქტი შევსებულია – 10 ქულა;

– პროექტის ბიუჯეტი რეალურადაა დაგეგმილი – 10 ქულა;

– პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია – 10 ქულა.

კონკურსის I ეტაპის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება უმაღლესი შეფასების შედეგად, რომელსაც მიღებული აქვს ქულათა საშუალო არითმეტიკულის 50% მეტი.

კონკურსის II ეტაპი:

კონკურსის II ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება აპლიკანტის, კომისიის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს კომისიის წევრების მიერ ობიექტის ადგილზე დათვალიერება.

პროექტები, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებენ, ამასთან წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, რეიტინგის შესაბამისად, გამარჯვებულად ჩაითვლებიან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული განცხადება მერის სახელზე;

ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ფორმა წინასწარ მტკიცდება საკონკურსო კომისიის მიერ);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი);

ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების/იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

ვ) დანადგარის, ტექნიკის ან სხვა ნივთის შეძენის შემთხვევაში ბაზრის კვლევის შედეგები (ინვოისი. სულ მცირე 3 მომწოდებლისაგან. ამასთან, განახლებული ინვოისი წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების დადებისას, რის მიხედვით დადგინდება აპლიკანტის თანამონაწილეობის თანხის საბოლოო ოდენობა);

ზ) დაფინანსების შემთხვევაში – კონკურსანტის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

დოკუმენტები კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.

კონკურსს აცხადებს და შესაბამის პროცედურებს ახორციელებს მერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამის პირობების შესაბამისად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამარჯვებულ აპლიკანტთან დებს ხელშეკრულებას და გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

თანხის ჩარიცხვა განხორციელდება გამარჯვებული აპლიკანტის მიერ გასაღები თანამონაწილეობის თანხის (პროექტის საერთო ღირებულის 20%) გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

გამარჯვებულ აპლიკანტს თანხა დაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე. კონკურსში გამარჯვებულის მიერ შესასრულებელი პირობები განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას (მერი) და კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტს შორის, დადებული ხელშეკრულებით.

განაცხადები მიიღება 5 ივლისიდან 26 ივლისის  ჩათვლით.

დოკუმენტები კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით მეილზე: info.poti@poti.gov.ge

სააპლიკაციო ფორმა

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

esenyurt escort mecidiyekoy escort avcilar escort istanbul escort istanbul escorts
mersin escort istanbul escort arnavutkoy istanbul escort azeri istanbul escort sefakoy istanbul escort ukraynali
bakırköy escort ataköy escort

Translate »
casibom girişJojobetjojobetCasibom GirişDeneme Bonusu Veren SitelercasibomCasibomHoliganbet GirişMeritkingMarsbahis Skip to content