მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება:
• მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული ქონება;
• სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
• საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
• მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა ხდება, საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით. მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საპრივატიზაციო ობიექტების დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), და გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება:
• აღნაგობა
• უზუფრუქტი
• ქირავნობა
• იჯარა
• თხოვება
ქონების გადაცემა
I სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;
II ქონების მმართველი წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში;
III ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას;
IV თუ მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულად;
V თუ ქონება გამოიყენება ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის მიერ, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ სუბიექტს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ქონება. ასეთი ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომელიც იყენებს ამ ქონებას.
როგორ შევიძინოთ ქონება ფოთში?
საკრებულოს მიერ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შემდგომ, დოკუმენტის განთავსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე.
აუქციონები ცხადდება და ვაჭრობა მიმდინარეობს eauction.ge
ქონების შეძენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სავალდებულოა განაცხადის შევსება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი
- განმცხადებლის შემოთავაზება
პროცედურები
მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შემთხვევაში:
მოქალაქე შემოდის განცხადებით დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ.
- თუ მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელია, წარმოადგენს შესაბამის აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას (განსათავსებელი ესკიზი, მაკეტი და სხვა).
- თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, მიუთითებს შესაბამის საკადასტრო კოდს და წარმოადგენს შესაბამის აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას (განსათავსებელი ესკისი, მაკეტი და სხვა).
ამის შემდეგ იწყება ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.
- თუ მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელია იწყება მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაციიის პროცედურა და იჯარის ფორმით გადაცემის შეთანხმება შესაბამის ფედერალურ სამსახურებთან, მათ შორის შესაბამისი ესკიზის შეთანხმებით (საჭიროების შესაბამისად).
საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში ასევე ხორციელდება განაცხადების ატვირთვა აუქციონზე.
მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში
მოქალაქე შემოდის განცხადებით დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მოთხოვნით.
- პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ობიექტის პროექტი, ესკიზი და სხვა დოკუმენტაცია).
- უპირობო აუქციონის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ზოგადი ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შემდგომი გამოყენების შესახებ. თუ მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელია, წარმოადგენს შესაბამის აზომვით ნახაზს. თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებელია, მიუთითებს საკადასტრო კოდს.
ამის შემდეგ იწყება ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებით.
- პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში თანხმდება პროექტი შესაბამის ფედერალურ სამსახურებთან.
საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცებისა და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ასახვის შემდგომ, ხდება აუქციონზე ატვირთვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით შემდეგ ბმულზე: https://poti.gov.ge/%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/#1570647314589-9289d2fb-9f3b