პროგრამის მართვა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ თვალისა და ხერხემლის (სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია:
ა) თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია;
ბ) სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეული ლიცენზირებული/შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.