სიახლეები

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა

პროგრამის მართვა

მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის სიდუხჭირის და მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო, სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მატერიალურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, იმ სახის მედიკამენტების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონრების და 0-18 წლამდე ბავშვების  (სარეიტინგო ქულა  არაუმეტეს 70 000), მარტოხელა პენსიონრების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით  დაავადებული პირების, ეპილეფსიით დაავადებული პირების, კორონა  ვირუსით (COVID-19)  დაინფიცირებული  პირების   მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

საჭირო დოკუმენტაცია

მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N 100/ა, პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს).

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.

განცხადებების განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (რაც დასტურდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტით/დასკვნით (თანდართული გამოკითხვის აქტით)), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თითოეული მედიკამენტური დახმარებით, ბენეფიციარებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ:

ა) სოციალურად დაუცველ პენსიონრებს და 0-18 წლამდე ბავშვებს (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000), მარტოხელა პენსიონრებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს 100 (ასი) ლარამდე, წელიწადში ერთჯერ;

ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პირებს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ;

გ) ეპილეფსიით დაავადებულ პირებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთჯერ;

დ) კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ პირებს, სტაციონარული მკურნალობის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 100 (ასი) ლარამდე წელიწადში ერთჯერ;

მოქალაქემ, ზემოაღნიშნული თითოეული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დახმარებით შეუძლია ისარგებლოს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერ.

თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

esenyurt escort mecidiyekoy escort avcilar escort istanbul escort istanbul escorts
mersin escort istanbul escort arnavutkoy istanbul escort azeri istanbul escort sefakoy istanbul escort ukraynali
bakırköy escort ataköy escort
bakırköy escort
ataköy escort
casibom casibom giriş
istanbul escort istanbul escort bayan

Translate »
jojobetCasibom GirişDeneme Bonusu Veren SitelercasibomMeritking Girişholiganbet girişbaywinDeneme Bonusu Veren Sitelercasibom girişdeneme bonusuCASİBOM GÜNCELonwincasibom girişcasibomgrandpashabet giriş Skip to content