სიახლეები

ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია – ფოთის საზღვაო აკადემიის მშენებლობა

მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები
  • შემსრულებელი: შპს „დანი ქონსთრაქშენი“

  • დაფინანსების წყარო: საქართველოს განათლების სამინისტრო 

  • შემსყიდველი: სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“

  • პროექტის ღირებულება: 5 851 164 ლარი 
  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 30.03.2020 – 01.02.2021
  • ტენდერის ნომერი: NAT200002837  
სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ აქ

პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობის N2441 განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს ქალაქ ფოთში, წმინდა გიორგის N24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციას. 

2019 წლის მაისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ქალაქ ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე (გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება). ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. 

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
bahçelievler escort
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
ladesbet giriş
bahis siteleri
casino siteleri
Esenyurt escort
ladesbet
Deneme Bonusu canlı casino siteleri güvenilir bahis slot oyunları
Translate »
Skip to content