ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანსების პროგრამა დაიწყო!
პროგრამის მიზანია ქალაქ ფოთში შეიქმნას და განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დროებით მცხოვრები) ორიენტირებული ინიციატივები.
პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პროექტების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თემისა და არასამთავრობო სექტორის წახალისებასა და გაძლიერებას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს სკოლის დირექციის მეშვეობით.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალური ოდენობად აუცილებელია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.
ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს:
- განცხადება მერის სახელზე;
- საინიციატივო/საპროექტო განაცხადი (ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ფორმა (დანართების შესაბამისად);
- სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს ინიციატივის დაფინანსების საჭიროებას (არსებობის შემთხვევაში);
- განმცხადებელი ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი/საინდიფიკაციო კოდი;
- განმცხადებელი ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები.
მერიაში წარმოდგენილი ინიციატივის/პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა გახორციელდეს არანაკლებ 1000 (ათასი) და არაუმეტეს 9000 (ცხრა ათასი) ლარით.
4000 (ოთხი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების/პროექტების შემთხვევაში მერია განახორციელებს თანადაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ინიციატივის/პროექტის სრული ღირებულების 80 %-ს.
ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობების შემთხვევაში მერიაში წარმოდგენილი ინიციატივის/პროექტის დაფინანსება უნდა გახორციელდეს 1000 (ათასი) ლარით.
წლის განმავლობაში სულ განხორციელდება 5 პროექტი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბრის 18:00 საათამდე.
პროგრამის განხორციელების ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 20 დეკემბრამდე.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადები მიიღება როგორც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მატერიალური ფორმით (მის: დავით აღმაშენებლის ქ. N12), ასევე ელექტრონულ ფოსტაზე: cempsypoti@gmail.com
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 591 41 75 24