- შემსრულებელი: შპს „ზმ“ ჯგუფი
რეგ. ფონდი 95% / ადგილობრივი ბიუჯეტი 5%
პროექტის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით აწარმოებს კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.
მეორე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა:
➡️ ქუჩის გასწვრივ ბულვარის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;
➡️ ძირითადი ჯებირის რეკონსტრუქცია;
➡️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობა;
➡️ ჩოგბურთის კორტის მშენებლობა, 270 ადგილიანი ტრიბუნით;
➡️ მინი-საფეხბურთო მოედნის მშენებლობა (გასახდელის შენობით, საშხაპითა და სან-კვანძით);
➡️ მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობა;
➡️ კომპლექსის სამივე მხარეს ღია ავტოსადგომების მოწყობა;
➡️ პენსიონერთა კლუბის სახლის აშენება.
მესამე, საბოლოო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ველობიკის მოწყობა, გამწვანების ზოლის მოწყობა, სკამების განთავსება, მცირე სკვერის მოწყობა.
პროექტის პირველ ეტაპზე დაიგო დაახლოებით 2 კმ. ასფალტის საფარი, გალვანიზირებული ბოძებით მოეწყო გარე-განათება, განთავსდა სანიაღვრე არხები.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კუნძულის უბნის სანაპიროს ტურისტული მიმართულებით განვითარებას, არსებული პოტენციალის გამოყენებას და ქალაქში შექმნის ახალ სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ, ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილ სივრცეს.